ა(ა)იპ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება
2026-2027 სასწავლო წლისათვის რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ!
ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება სამ ეტაპად, ვებგვერდზე: www.rustavikids.ge
რეგისტრაციის პირველი ეტაპი - პრიორიტეტული სიით 2026-2027 სასწავლო წლისათვის, ფილიალებში აღსაზრდელთა მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.
პრიორიტეტული კატეგორიით დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2026 წლის 10 ივნისისა, შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს პრიორიტეტული სტატუსის დამადასტურებელი და ჩრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
საიტზე დაიდო საზაფხულო ბაღებში ჩარიცხული აღსაზრდელების სიები, ჩარიცხული აღსაზრდელის გადამოწმება შესაძლებელია პირადი ნომრით.
საზაფხულო ბაღებში დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, 2026 წლის 10 ივნისამდე ძირითადი საბავშვო ბაღიდან უნდა წარმოადგინონ:
1. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ასლი).
2. ცნობა ბაღში ჩარიცხვის შესახებ.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია გაიმართება 12 ივნისს.
12 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია წარიმართება შემდეგი სქემით:
ა) 10 საათიდან - 10:55 საათამდე 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2023 დან 15.09.2024 წლებში დაბადებული ბავშვები);
ბ) 11 საათიდან - 11:55 საათამდე 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2022 დან 15.09.2023 წლებში დაბადებული ბავშვები);
გ) 12 საათიდან - 12:55 საათამდე 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2021 დან 15.09.2022 წლებში დაბადებული ბავშვები);
დ) 13 საათიდან - 13:55 საათამდე 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2020 დან 15.09.2021 წლებში დაბადებული ბავშვები);
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისისა, შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა N100 ან ფორმა N50;
დ) ორი ფოტოსურათი (3x4);
ე) ცნობა ბავშვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შესახებ;
ვ) ქალაქ რუსთავში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ბავშვის შემთხვევაში - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი გაიმართება 2026 წლის 31 აგვისტოს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (რეგისტრაცია გაიმართება იგივე წესის დაცვით როგორც მეორე ეტაპი).
გისურვებთ წარმატებას
ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:
(0341) 241130
(0341) 220076
......................................................................................................................